ზაზა ფაჩულიას 7 ქულა, 5 მოხსნა და გამარჯვება "დეტროიტთან" [ვიდეო მიმოხილვა]
- gswarriorss
- Jan 13, 2017
- 1 min read

13 იანვარს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში "დეტროიტს" უმასპინძლა და ანგარიშით 127:107 დაამარცხა. ქართველი ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:29 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 7 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა, ბურთი კი ორჯერ დაკარგა. ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო გამოიყენა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 25 ქულა კევინ დურანტმა მოიპოვა, 24 ქულა მოაგროვა სტეფ კარიმ, ხოლო კლეი ტომპსონმა, რომელმაც წინა მატჩი გამოტოვა, 23 ქულა ჩაიწერა ანგარიშზე. აღსანიშნავია, რომ დრემოინდ გრინმა მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო, თუმცა 13 პასი და 9 მოხსნა დაუგროვდა.
34 მოგებითა და 6 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ ლიდერობს NBA-ს. ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს შინ 17 იანვარს, ჩვენი დროით 05:00 საათზე NBA-ს მოქმედ ჩემპიონთან, "კლივლენდთან" გამართავს. აქვე გეტყვით, რომ 12 იანვარს NBA-ს მეორადი შუალედური შედეგები გამოქვეყნდა, სადაც ზაზა ფაჩულია კვლავ მეორე ადგილზე და თავის კატეგორიაში მხოლოდ კევინ დურანტს ჩამორჩება.
Comments