სტივ კერი: "ზაზა ფაჩულია უჭკვიანესი კალატბურთელია"
- gswarriorss
- Jan 11, 2017
- 1 min read

გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კერიმ ზაზა ფაჩულიას შესახებ კომენტარი გააკეთა. "გოლდენი" რამდენიმე საათში "მაიამი ჰიტის" მიიღებს, მანამდე კი კერი ჟურნალისტებს გაესაუბრა და ფაჩულიას როლზე ისაუბრა. "შესაძლოა ყოველდღე მთავარი მომენტების ვიდეოში არ მოხვდეს, თუმცა ზაზა ძალიან საჭირო და უჭკვიანესი კალათბურთელია. ზაზა ყოველთვის სწორ პოზიციას ირჩევს, მას კარგი ხელები და უბრალოდ, ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრია", - განაცხადა კერიმ. "საკრამენტოს" წინააღმდეგ ზაზა ფაჩულიამ კაზენსი შეაჩერა, ხოლო, დღეს ლიგის კიდევ ერთი დომინანტი ცენტრის, ჰასან ვაიტსადის განეიტრალება მოუწევს.
Comments