top of page

ზაზა ფაჩულიას 8 ქულა და გამარჯვება მაიამ ჰიტთან (ვიდეო მიმოხილვა)

  • gswarriorss
  • Jan 11, 2017
  • 1 min read

11 იანვარს, დილით, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მომდევნო მატჩში "მაიამის" უმასპინძლა და ანგარიშით 107:95 დაამარცხა.

ზაზა ფაჩულია, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:41 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და ერთი ჩაჭრა მოიპოვა, ხოლო ბურთი ორჯერ დაკარგა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.

ყველაზე მეტი ქულა დუეანტმა ჩააგდო. სტეფ კარის ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე, მის ანგარიშზე 24 ქულა, 9 პასი და 8 მოხსნა დაგროვდა . ოკლენდელებს არ ჰყავდათ კლეი ტომპსონი, მისი ადგილი სასტარტოში კი პატრიკ მაკკოიმ დაიკავა .

33 მოგებითა და 6 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ პირველია NBA-ში. ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 13 იანვარს შინ "დეტროიტთან", ჩვენი დროით დილის 07:30 საათზე გამართავს.

 
 
 

Comentários


TAGS:
                     წინა მატჩი                                                                            მომდევნო მატჩი                                                                  მე-2 მომდევნო მატჩი                            
127           -           107
ორაქულ არენა/ოკლენდი
 ვორიორსი   VS  კავალიერსი
05:00 15 იანვარი ორაქულ არენა/ოკლენდი
ვორიორსი    -   ო.ს. თანდერი    
7:30  19 იანვარი ორაქულ არენა/ოკლენდი
bottom of page