top of page

ESPN: "ფაჩულია არა კრიტიკოსების, არამედ კერის სიტყვებზე ფიქრობს"

  • gswarriorss
  • Jan 11, 2017
  • 2 min read

წარმოგიდგენთ ESPN.com-ის მიერ მომზადებულ მცირე სტატიას ზაზა ფაჩულიას შესახებ. ოკლენდი, კალიფორნია - "გოლდენ სტეიტის" მიმართ ნეგატიური შეფასებები თავიდან ოკლენდელი გულშემატკივრებისგანაც მოდიოდა, რასაც ზაზა პირადად თავის თავზე იღებდა. იგი გუნდის ახალი და ერთადერთი წევრი იყო, რომელიც ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე არ ყოფილა. იგი არც ენდრიუ ბოგუტი იყო. ფანები იმედგაცრუებულები იყვნენ. ახლა კი ფაჩულია კერის სიტყვებს იხსენებს. სტივმა მას უთხრა, რომ მთავარია "უორიორსის" წევრები რას გრძნობენ ერთმანეთის მიმართ და არა ის, თუ სხვები რას გრძნობენ, გარედან. ვერ ვიტყვით, რომ ფაჩულიასთვის ეს მარტივი აღმოჩნდა.

"ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, რომელიც ცხოვრებაში მქონია. მსგავს სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ. ვაცნობიერებ, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. თავიდან ყველაფერს ძალიან ემოციურად მოვეკიდე, ყველაფერს პერსონალურად საკუთარ თავზე ვიღებდი. გამიმართლა, რომ მყავდა ისეთი მეგობრები, რომლებიც მსგავს მდგომარეობაში ყოფილან, თუმცა ყველაზე დიდი მხარდაჭერა მაინც მწვრთნელებისგან ვიგრძენი" - განაცხადა ფაჩულიამ. "NBA-ის ყოველი კალათბურთელის მთავარი პრობლემა ესაა ხოლმე, მკაცრი შეფასება და კრიტიკა" - განაცხადა სტივ კერმა - "ამასთან შეგუება მარტივი არაა და ვთვლი, რომ ჩვენმა კალათბურთელებმა უნდა გააცნობიერონ, როგორაა თანამედროვე სამყარო მოწყობილი. საკუთარ თავში უნდა მოახერხო ამ შეფასებების დაძლევა, უბრალოდ გამოხვიდე და თამაშისგან სიამოვნება მიიღო". ზაზამ კომენტარი თავისი ყოფილი გუნდების შესახებაც გააკეთა. "არანაირი უპატივცემულობა "დალასისა", თუ "მილუოკის" მიმართ, მაგრამ ეს სხვა ტიპის გუნდია ("გოლდენ სტეიტი"). ჩვენგან მაშინ ჩემპიონობას არავინ ელოდა. ეს გუნდი განსხვავებულია, ხომ ასეა? ვიყოთ გულახდილები. ყოველთვის, როცა რაიმე შეცდომას უშვებ, რაც, თავის მხრივ, სრულიად ნორმალურია, ეს ყოველთვის ათჯერ და ასჯერ უარესად სჩანს" - ციტირებს ზაზას სიტყვებს ESPN.com

ფაჩულიასთვის პროგრესი გულისხმობს ფოკუსირებას ისეთ მცირე დეტალებზე, როგორიცაა პერიმეტრის უკეთ დაცვა, ან მოძრაობა. "ამ სეზონში მისი (ზაზას) ყურებისას ყველაზე მეტად ვამაყობ იმით, თუ როგორ ახერხებს იგი ზრდას. გაითვალისწინეთ, ვსაუბრობ კალათბურთელზე, რომელიც ძალიან დიდი ხანია კალათბურთს თამაშობს. ასეთ ასაკში სწავლისა და მომატების უნარი, ნამდვილად კარგი თვისებაა. იგი იმ იშვიათ ადამიანებს მიეკუთვნება, რომლებიც ნებისმიერ ასაკში ახერხებენ სწავლას" - ასე შეაფასა ფაჩულია "უორიორსის" მწვრთნელის ასისტენტმა და დაცვის გურუმ, რონ ადამსმა.

 
 
 

Comments


TAGS:
                     წინა მატჩი                                                                            მომდევნო მატჩი                                                                  მე-2 მომდევნო მატჩი                            
127           -           107
ორაქულ არენა/ოკლენდი
 ვორიორსი   VS  კავალიერსი
05:00 15 იანვარი ორაქულ არენა/ოკლენდი
ვორიორსი    -   ო.ს. თანდერი    
7:30  19 იანვარი ორაქულ არენა/ოკლენდი
bottom of page