top of page

სტეფ კარი: “კვლავინდებურად მაღალ დონეზე ვთამაშობ”

  • gswarriorss
  • Jan 10, 2017
  • 1 min read

“გოლდენ სტეიტ უორიორზის” გამთამაშებელმა სტეფ კარიმ კატეგორიულად არ გაიზიარა თვალსაზრისი თითქოს მიმდინარე სეზონში წინასთან შედარებიღ უარესად გამოიყურება. სკეპტიკოსებს ამის მტკიცების საშუალებას კარის სტატისტიკა აძლევს – საამსეზონოდ სტეფი საშუალოდ 24.8 ქულას აგროვებს, როდესაც გასულ სეზონზე ეს მაჩვენებელი 30.1–ს გაუტოლა. ამასთან, მიმდინარე რეგულარულ პირველობაზე კარის სამქულიანების რეალიზაციის პროცენტი 40 აქვს, რაც მისი კარიერის ყველაზე ცუდი შედეგია.

“დიახ, მეც მოვკარი ყური სიტყვებს “ჩავარდნა” და “უიღბლო სეზონი”, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. კვლავინდებურად მაღალ დონეზე ვთამაშობ. მართალია, ამ სეზონის სტატისტიკა წინებზე უარესია, მაგრამ ეს არ მაწუხებს, რადგან ეს ჩემპიონატი განსხვავებულია. მთავარი ისაა, რომ ყოველი ტყორცნის შესრულებისას კვლავინდებურად თავდაჯერებული ვარ. ეს კიდევ უფრო უკეთ სეზონის მეორე ნახევარში გამოჩნდება”, – სტეფ კარი.

 
 
 

Comments


TAGS:
                     წინა მატჩი                                                                            მომდევნო მატჩი                                                                  მე-2 მომდევნო მატჩი                            
127           -           107
ორაქულ არენა/ოკლენდი
 ვორიორსი   VS  კავალიერსი
05:00 15 იანვარი ორაქულ არენა/ოკლენდი
ვორიორსი    -   ო.ს. თანდერი    
7:30  19 იანვარი ორაქულ არენა/ოკლენდი
bottom of page