ზაზა ფაჩულიას 10 ქულა და გამარჯვება საკრამენტოსთან (ვიდეო მიმოხილვა)
- gswarriorss
- Jan 9, 2017
- 1 min read

9 იანვარს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "საკრამენტო კინგსს" ესტუმრა და ანგარიშით 117:106 დაამარცხა. ზაზა ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 22:07 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 10 ქულა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა კალათბურთელმა სროლების სიზუსტე ამ ბოლო პერიოდში აშკარად გააუმჯობესა . კიდევ ერთი გამოსარჩევი ფაქტია ფაჩულიას ჩაჭრები, 3 ჩაჭრით ფაჩულიამ მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა "საკრამენტოს" დარენ კოლისონთან ერთად. შეხვედრის ყველაზე მეტი, 30 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა, შემდეგ 28 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო. 36 მოგებითა და 6 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ მთელ NBA-ს ლიდერობს. ფაჩულიას გუნდი მომდევნო შეხვედრას შინ, 11 იანვარს, "მაიამისთან" ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.
ვიდეო:
გთხოვთ გააზიაროთ სიახლე





![ზაზა ფაჩულიას 7 ქულა, 5 მოხსნა და გამარჯვება "დეტროიტთან" [ვიდეო მიმოხილვა]](https://static.wixstatic.com/media/75a44a_8cb3a1f09ecf43ddaa80858647de162c~mv2.jpg/v1/fill/w_448,h_250,fp_0.50_0.50,q_30,blur_30,enc_avif,quality_auto/75a44a_8cb3a1f09ecf43ddaa80858647de162c~mv2.webp)
![ზაზა ფაჩულიას 7 ქულა, 5 მოხსნა და გამარჯვება "დეტროიტთან" [ვიდეო მიმოხილვა]](https://static.wixstatic.com/media/75a44a_8cb3a1f09ecf43ddaa80858647de162c~mv2.jpg/v1/fill/w_52,h_29,fp_0.50_0.50,q_90,enc_avif,quality_auto/75a44a_8cb3a1f09ecf43ddaa80858647de162c~mv2.webp)





Comments