top of page

ამერიკული გამოცემა ფაჩულიას მნიშვნელობაზე საუბრობს

  • gswarriorss
  • Jan 9, 2017
  • 2 min read

ამერიკულმა გამოცემა basketballinsiders.com-მა "გოლდენ სტეიტის" ქართველ ცენტრს, ზაზა ფაჩულიას სტატია მიუძღვნა. წარმოიდგინეთ, ხართ NBA-ში მოთამაშე ერთადერთი კალათბურთელი თქვენი ქვეყნიდან, საიდანაც მილიონობით ადამიანი უყურებს, თუ როგორ თამაშობთ საჩემპიონო გუნდში. ეს ზაზა ფაჩულიას რეალობაა. "ყოველი ნაბიჯისას, რაც კარიერაში გამიკეთებია, საქართველო ყოველთვის ჩემს ფიქრებში იყო. მსგავსად მუსიკისა. როცა საქართველოში ვარ, ვგრძნობ, რომ ჩემს ქალაქს, ან ჩემს ოჯახს წარმოვადგენ, მაგრამ როცა ქვეყნის მიღმა გავდივარ, მე ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ, ვინაიდან, დღეს ერთადერთი ქართველი კალათბურთელი ვარ, რომელიც NBA-ში თამაშობს" - განაცხადა ფაჩულიამ. ფაჩულია ხშირად თანაგუნდელებს ბლოკს უყენებს და მათ სასროლ პოზიციებს უქმნის, ეს კი არც სტატისტიკებში ხვდება და არც სატელევიზიო მიმოხილვებში, თუმცა მათი მნიშვნელობა ნამდვილად დიდია. წინა სეზონის დასრულების შემდეგ, 32 წლის ქართველი კალათბურთელი, რომელმაც ბოლო სეზონი ძალიან კარგად ჩაატარა, სარფიან წინადადებას ელოდა. თუმცა, ფაჩულიასთვის მილიონებზე უარის თქმა, არც თუ ისე რთული აღმოჩნდა. "სტივ კერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გადაწყვეტილება უმარტივესი აღმოჩნდა. მან მითხრა, რომ ეს იყო იმ ბიჭებისგან შემდგარი კარგი გუნდი, რომლებიც ჩემპიონობას უმიზნებდნენ. მან მითხრა, რომ მისი პირველი არჩევანი ვიყავი. ამ ყველაფერმა გადაწყვეტილება ძალიან მარტივი გახადა და ახლა ბედნიერი ვარ, რომ ასეც მოვიქეცი" - უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას ზაზამ. "გოლდენ სტეიტს" ახლა ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - 30 მოგება და 5 მარცხი. მაშინ, როცა ოკლენდელთა მთავარი კვარტეტი კარის, ტომპსონის, დურანტისა და გრინისგან შედგება, სტივ კერი შეტევაში ფაჩულიას მნიშვნელობაზეც საუბრობს: "ზაზა ჭკვიანური თამაშის შესაძლებლობას გვაძლევს. იგი ბლოკს ბრწყინვალედ აყენებს და ამით სტეფს, კლეისა და დურანტს თავისუფალ პოზიციაში ტოვებს".

"(ფაჩულიას) უბრალოდ უყვარს კალათბურთის თამაში. ყოველ ღამით ვიცით, რომ იგი ახალი ენერგიით დაგვმუხტავს და სიმტკიცეს შეგვმატებს. გარდა ამისა, მას მაღალი საკალათბურთო IQ-ც აქვს" - შეაფასა ფაჩულია სტეფ კარიმ.

"ჩემთვის ეს გამოცდილებაა, კარგი გამოცდილება, ამდენი წლის შემდეგ ასეთი გუნდის ნაწილად ყოფნა, ფანტასტიკურია. მე ხელი ერთწლიან კონტრაქტს მოვაწერე და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. მე სიამოვნებას ვიღებ გამოცდილებით, თამაშით, ამ ბიჭებთან ერთად ყოფნით. ეს სახალისოა. ჩვენ ერთი დიდი მიზანი გვაერთიანებს და მასზე ბევრს ვმუშაობთ. ვფიქრობ, რომ ეს კარგი გადაწყვეტილება იყო" - განაცხადა ფაჩულიამ. სიურპირიზი არ უნდა იყოს, რომ მან "უორიორსთან" ერთად ჩემპიონობის გამო, არაერთ მილიონ დოლარზე თქვა უარი. მას თავისზე არანაკლებ, საქართველოსთვის სურს ტიტულის მოგება. რატომ? იმიტომ, რომ ფაჩულია უბრალოდ ასეთია. თამაშის დროსაც, იგი ყოველთვის ცდილობს სხვებს დაეხმაროს. "მომავალ წელზე არ ვნერვიულობ. მე უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ ამ სეზონისგან. ასეთ სიტუაციაში კი არაერთხელ ვყოფილვარ (კონტრაქტის ამოწურვას გულისხმობს), თავისუფალი აგენტი ხშირად ვხდებოდი. ამაზე არ ვდარდობ. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, ეს სეზონის ფინიში და ჩემპიონობაა" - დაასრულა ზაზა ფაჩულიამ.

 
 
 

Comments


TAGS:
                     წინა მატჩი                                                                            მომდევნო მატჩი                                                                  მე-2 მომდევნო მატჩი                            
127           -           107
ორაქულ არენა/ოკლენდი
 ვორიორსი   VS  კავალიერსი
05:00 15 იანვარი ორაქულ არენა/ოკლენდი
ვორიორსი    -   ო.ს. თანდერი    
7:30  19 იანვარი ორაქულ არენა/ოკლენდი
bottom of page