ზაზა ფაჩულიას 10 ქულა და მარცხი მემფისთან (ვიდეო მიმოხილვა)
- gswarriorss
- Jan 7, 2017
- 1 min read

თბილისის დროით 7 იანვარს დილით, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი შინ, "მემფის გრიზლისთან" გამართა და ოვერტაიმში, ანგარიშით 119:128 დამარცხდა. მატჩის პირველი სამი მეოთხედი დამაჯერებლად ჩაატარა და ბოლო მეოთხედის წინ 19-ქულიან უპირატესობასაც ფლობდა (98:79), თუმცა დარჩენილ დროში სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს, მაიკ კონლის ზუსტმა ტყორცნამ კი თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. ოვერტაიმში სტივენ კერის შეგირდები მხოლოდ 8 ქულა მიითვალეს მაშინ, როცა მეტოქემ 17 ქულა ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 30 წუთი დაჰყო, და 10 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ზაზამ 4-იდან 3 ორქულიანი და 4-იდან 4 საჯარიმო ჩააგდო, თამაშის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სტეფ კარი იყო 40 ქულით.
"გოლდენ სტეიტი", რომელსაც 37 მატჩში 31 მოგება და 6 მარცხი აქვს, დასავლეთ კონფერენციის ლიდერად რჩება, მომდევნო შეხვედრას კი თბილისის დროით 9 იანვარს, სტუმრად "საკრამენტო კინგსთან" ჩაატარებს.
გთხოვთ გააზიარეთ სიახლე. მადლობა!!!





![ზაზა ფაჩულიას 7 ქულა, 5 მოხსნა და გამარჯვება "დეტროიტთან" [ვიდეო მიმოხილვა]](https://static.wixstatic.com/media/75a44a_8cb3a1f09ecf43ddaa80858647de162c~mv2.jpg/v1/fill/w_448,h_250,fp_0.50_0.50,q_30,blur_30,enc_avif,quality_auto/75a44a_8cb3a1f09ecf43ddaa80858647de162c~mv2.webp)
![ზაზა ფაჩულიას 7 ქულა, 5 მოხსნა და გამარჯვება "დეტროიტთან" [ვიდეო მიმოხილვა]](https://static.wixstatic.com/media/75a44a_8cb3a1f09ecf43ddaa80858647de162c~mv2.jpg/v1/fill/w_52,h_29,fp_0.50_0.50,q_90,enc_avif,quality_auto/75a44a_8cb3a1f09ecf43ddaa80858647de162c~mv2.webp)





Comments