top of page

ზაზა ფაჩულია ამ შუალედური შედეგები ყველა ვარსკვლავის მატჩს ვერ ითამაშებს

  • gswarriorss
  • Jan 7, 2017
  • 1 min read

ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ დასავლეთ კონფერენციის მაღლებში მეორე ადგილი 439,675 ხმით დაიკავა . ამ შედეგებს გულშემატკივრებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქართველი ქომაგების უმრავლესობამ ეს დადებითად შეაფასა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარადაა. ცნობილი მოაზროვნის, დავით რაფავას მიერ გავრცელებული სტატისტიკით, ფაჩულიას ეს პოზიცია ოლ სტარზე მოსახვედრად არ ყოფნის, რადგან მე-5 პოზიციას დაიკავებს. იხილეთ დეტალები

დავით რაფავა:

გილოცავთ ზაზას მეორე ადგილს დასავლეთ კონფერენციის წინახაზელებს შორის! ეს ძალიან დიდი მიღწევაა, მაგრამ All Star-ში მოსახვედრად საკმარისი არაა.

როგორც ცნობილია, წელს შემოიღეს ახალი წესი და სასტარტო ხუთეულების არჩევის დროს ფანების ხმებს მისცეს 50%, ხოლო დანარჩენი 50% - ჟურნალისტებს და მოთამაშეებს.

სასტარტო ხუთეულში მოსახვედრად ზაზა უნდა მოხვდეს დასავლეთ კონფერენციის წინახაზელთა პირველ სამეულში. ჟურნალისტების და მოთამაშეების იმედი არ უნდა გვქონდეს, ამიტომ წარმოვიდგინოთ, რომ მათგან ზაზას არავინ არ მისცემს ხმას, ხოლო ყველა მის მოწინააღმდეგეს - პირიქით, ხმები გაუორმაგდება.

მივიღებთ შემდეგ სურათს:

1 Kevin Durant (GS) 1,082,418 2 Kawhi Leonard (SA) 682,480 3 Anthony Davis (NO) 636,288 ------------------------------- 4 Draymond Green (GS) 472,630 5 Zaza Pachulia (GS) 439,675 6 DeMarcus Cousins (SAC) 404,634

თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვა კალათბურთელების გულშემატკივრებიც გააქტიურდებიან, ჩვენ დღეიდან 17 იანვრის ჩათვლით დაახლოებით უნდა გავაორმაგოთ ხმის მიცემის ინტენსიობა, თორემ ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება. ხმის მისაცემად უნდა გამოიყენოთ როგორც facebook, ასევე twitter, google და NBAს აპლიკაცია.

ზაზას AllStarობა რეალურია როგორც არასდროს. ბოლომდე მიაწვა.

გთოხვთ გააზიარეთ სიახლე. მადლობა!!!

 
 
 

Comments


TAGS:
                     წინა მატჩი                                                                            მომდევნო მატჩი                                                                  მე-2 მომდევნო მატჩი                            
127           -           107
ორაქულ არენა/ოკლენდი
 ვორიორსი   VS  კავალიერსი
05:00 15 იანვარი ორაქულ არენა/ოკლენდი
ვორიორსი    -   ო.ს. თანდერი    
7:30  19 იანვარი ორაქულ არენა/ოკლენდი
bottom of page