ზაზა ფაჩულია (მოკლე ბიოგრაფია)
- gswarriorss
- Jan 6, 2017
- 1 min read

ზაზა ფაჩულია დაიბადა 10 თებერვალის, 1984 წელს,( თბილისი, საქართველო) — ქართველი კალათბურთელი, რომელიც ამჟამად NBA-ის კლუბ „გოლდენ-სტეიტ უორიორსის“ ღირსებას იცავს. 2003-04 წლების სეზონში ქართველი ცენტრი „ორლანდო მეჯიკში“ ირიცხებოდა, 2004-05 წლების სეზონი კი „მილუოკი ბაქსში“ გაატარა. შემდეგ ის „ატლანტა ჰოუკსში“ გადაბარგდა, სადაც 8 სეზონი იასპარეზა. 2013 წლის სეზონის დასაწყისში „მილუოკი ბაქსში“ დაბრუნდა, ხოლო 2015 წლის ზაფხულიდან „დალას მავერიქსის“ ღირსებას იცავდა. 2016 წლის 5 ივნისს ზაზა თავისუფალი აგენტის სტატუსით „გოლდენ სტეიტს“ შეურთდა. მან ლიგის ფინალისტთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. საქართველოს ნაკრების წევრია 2000 წლიდან. თურქეთის ჩემპიონი (2001) და თასის მფლობელი (2003), თურქეთის პრეზიდენტის თასის ორგზის მფლობელი (2002, 03)
Comments