top of page

სტეფან კარი (მოკლე ბიოგრაფია)

  • gswarriorss
  • Jan 6, 2017
  • 1 min read

ვარდელ სტეფან „სტეფ“ კარი II (ინგლ. Stephen Curry; დ.14 მარტი, 1988) — ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელი, რომელიც თამაშობს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) წევრ გუნდ გოლდენ-სტეიტ უორიორსში. ბევრი მოთამაშე და ანალიტიკოსი სტეფს უწოდებს საუკეთესო მსროლელს NBA-ის ისტორიაში.

2014-2015 წლებში, კარიმ მოიგო NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო (MVP) და ხელმძღვანელობდა ჩემპიონატს, რომელშიც 1975 წლიდან გოლდენ სტეიტ უარიორსს არ მოუგია. მომდევნო სეზონში იგი გახდა NBA-ის ისტორიაში პირველი საუკეთესო მოთამაშე, რომელიც ერთხმად აირჩიეს. იმავე წელს უორიორსებმა დაამყარეს რეკორდი NBA-ის რეგულარული სეზონის ყველაზე მეტ მოგებებში (73 მოგება).

კარი არის NBA-ის ყოფილი მოთამაშის დელ კარის ვაჟი და NBA-ის ამჟამინდელი მოთამაშის სეთ კარის უფროსი ძმა. იგი თამაშობდა კალათბურთს კოლეჯ დევიდსონში, სადაც ორჯერ დაასახელეს სამხრეთ კონფერენციის წლის მოთამაშედ და ასევე დააამყარა ყველა დროის რეკორდი, როგორც დევიდსონში, ასევე სამხრეთ კონფერენციაში. მეორე კურსის დროს მან აგრეთვე დაამყარა რეკორდი NCAA-ის სეზონში სამ ქულიანების სროლაში.

2012-2013 წლების სეზონის დროს კარიმ რეგულარულ სეზონში დაამყარა NBA-ის სამქულიანების რეკორდი 272 ქულით. 2015 წლის სეზონში მან დააგროვა 286 ქულა და გადააჭარბა თავდაპირველ რეკორდს, ხოლო 2016 წელს დააგროვა 402 ქულა. 2013-2014 წლების სეზონში მას და მის თანაგუნდელს კლეი ტომფსონს მეტსახელად "Splash Brothers" შეარქვეს, რადგან მათ დაამყარეს NBA-ის რეკორდი გაერთიანებულ სამქულიანების სროლაში 484 ქულით, შემდეგ სეზონში მათ გადააჭარბეს რეკორდს, დააგროვეს 525 ქულა. 2015-2016 წლების სეზონზე მათ კვლავ გააუმჯობესეს რეკორდი და დააგროვეს 678 ქულა.

გთხოვთ გააზიაროთ. მადლობა!!!

 
 
 

Comments


TAGS:
                     წინა მატჩი                                                                            მომდევნო მატჩი                                                                  მე-2 მომდევნო მატჩი                            
127           -           107
ორაქულ არენა/ოკლენდი
 ვორიორსი   VS  კავალიერსი
05:00 15 იანვარი ორაქულ არენა/ოკლენდი
ვორიორსი    -   ო.ს. თანდერი    
7:30  19 იანვარი ორაქულ არენა/ოკლენდი
bottom of page