top of page

ზაზა ფაჩულიას 13 ქულით დაეხმარა გოლდენს პორტლენდის დამარცხებაში (ვიდეო)

  • gswarriorss
  • Jan 5, 2017
  • 1 min read

ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "პორტლენდს" უმასპინძლა და ანგარიშით 125:117 დაამარცხა. ზაზა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18:49 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 13 ქულა, 3 მოხსნა, 3 ბლოკი, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ხოლო ბურთი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი კალათბურთელი 71.4-პროცენტიანი სიზუსტით ისროდა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პირველ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიამ 11 ქულა მიითვალა, ხოლო უკვე "პორტლენდთან" ქულების აქტივი 2-ით გააუმჯობესა. "მებრძოლებს" კი სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც 35 ქულა ჩააგდო. კევინ დურანტმა კი 30 ქულა მიითვალა.

31 მოგებითა და 5 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ ლიდერობს ორივე კონფერენციას. მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 7 იანვარს, ჩვენი დროით 07:30 საათზე შინ "მემფისთან" გამართავს.

ვიდეო მიმოხილვა

გთხოვთ გააზიაროთ სტატია. მადლობა!!!

 
 
 

Comentarios


TAGS:
                     წინა მატჩი                                                                            მომდევნო მატჩი                                                                  მე-2 მომდევნო მატჩი                            
127           -           107
ორაქულ არენა/ოკლენდი
 ვორიორსი   VS  კავალიერსი
05:00 15 იანვარი ორაქულ არენა/ოკლენდი
ვორიორსი    -   ო.ს. თანდერი    
7:30  19 იანვარი ორაქულ არენა/ოკლენდი
bottom of page