ზაზამ გოლდენ სტეიტს მოაგებინა და 2017 წელი შესანიშნავად დაიწყო
- gswarriorss
- Jan 3, 2017
- 1 min read

3 იანვარს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში "დენვერ ნაგეტსი" მიიღო და ანგარიშით 127:119 დაამარცხა.
ფაჩულია, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 19:26 წუთი გაატარა.
ზაზას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. ფაჩულიამ 11 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
გრინმა შეხვედრაში სამმაგი დუბლი მიითვალა, 10 მოხსნას მან 15 ქულა და 13 პასი მიამატა. კლეი ტომპსონმა 25 - ქულა, კევინ დურანტმა - 21, ხოლო სტეფ კარიმ 22 ქულა მიითვალა.
30 მოგებითა და 5 მარცხით "გოლდენ სტეიტი" NBA-ს ლიდერია. მომდევნო მატჩს 5 იანვარს ზაზა ფაჩულიას გუნდი შინ "პორტლენდთან" გამართავს.
Comentários